სადაზღვევო პროდუქტების უმრავლესობა საკმაოდ კომპლექსურია
სადაზღვევო პროდუქტების უმრავლესობა საკმაოდ კომპლექსურია. ყველა კონტრაქტი მოიცავს სპეციფიკურ პირობებსა და გამონაკლისებს, შეიცავს ისეთ ტერმინებს, რომლებიც რთულად გასაგებია დაზღვეულებისთვის. ხშირად კომპანიები იღებენ დაზღვევის ისეთ პროდუქტს ან ისეთ პირობებს, რომელიც მათ საქმიანობას არ შეესაბამება. ეს იწვევს ან ზედმეტად დიდი პრემიის გადახდას, ან შეუსაბამო პროდუქტს, რაც ზარალის შემთხვევაში შესაძლებელია ანაზღაურებაზე უარის მიზეზი გახდეს.
გამოცდილება დაზღვევის სფეროში
სადაზღვევო კონსულტანტები არიან ადამიანები, რომელთაც დაზღვევის სფეროში დიდი გამოცდილება და პროდუქტების ტექნიკური ცოდნა აქვთ, რის გამოც შეუძლიათ იყვნენ ეფექტური შუამავლები კლიენტებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. ბროკერის მთავარი მისიაა, კლიენტს მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია დაზღვევის დაფარვების შესახებ და მასთან ერთად შეიმუშაოს პროდუქტი კლიენტის კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. რაც მთავარია, ზარალის დროს ბროკერი ჩართულია ანაზღაურების პროცესში და ეხმარება კლიენტს, რომ მისი ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული.
დაზღვევის სახეები
არსებობს სხვადასხვა სახის დაზღვევა: ჯანმრთელობის, ავტომობილის, პასუხისმგებლობის, ქონების და სხვა. თითოეულ მათგანში გათვალისწინებული რისკები განსხვავებულია. ერთსა და იმავე პროდუქტზეც კი განსხვავებულია სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის დაფარვები და გამონაკლისები. ბროკერები ეხმარებიან კლიენტებს, აარჩიონ ბაზარზე არსებული ალტერნატივებიდან საუკეთესო, მათზე მორგებული პირობები და სწორად მართონ რისკები. ამისთვის ბროკერები აანალიზებენ კლიენტის სპეციფიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე სადაზღვევო კომპანიების შემოთავაზებებს (ფასები, გამონაკლისები, დაფარული რისკები და სხვა).
რატომ სადაზღვევო ბროკერი GS?
- იღებთ პროფესიულ რჩევას გამოცდილი გუნდისგან.
- ზოგავთ დროსა და რესურსებს სპეციფიკური სადაზღვევო პროდუქტების გაანალიზებასა და შერჩევაში.
- იღებთ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას
- გყავთ სანდო, კვალიფიციური მრჩეველი და კონსულტანტი, რომელიც ნებისმიერი მიმართულებით მოგცემთ რჩევას.
- წლის განმავლობაში ჩვენი მენეჯერები ჩართული არიან სადაზღვევო შემთხვევების დარეგულირებაში მათი სპეციფიკიდან გამომდინარე.
- მომსახურების მენეჯერები ჩართული არიან ყოველდღიურ კომუნიკაციაში, რათა უზრუნველყონ შედეგზე ორიენტირებული და ეფექტური მომსახურება ჩვენი საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
- ხდებით პარტნიორი წამყვანი სადაზღვევო ბროკერისა, რომელიც ყოველთვის დაიცავს თქვენს ინტერესებს.