ჩვენ შესახებ
თქვენი ბიზნესის სტაბილურობისა და მომავლის სანდო პარტნიორი.
2011 წლიდან ვთავაზობთ კორპორატიულ და ინდივიდუალურ კლიენტებს რისკების მართვის საერთაშორისო სტანდარტებს, დამოუკიდებელ ექსპერტიზასა და ზუსტად მორგებულ სადაზღვევო გადაწყვეტებს.
ჩვენი ისტორია
ჩვენი კომპანია 2011 წელს დაფუძნდა, როგორც ფრანგული სადაზღვევო ბროკერის, Gras Savoye-ს, წარმომადგენლობა საქართველოში. 2017 წელს Gras Savoye მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ბროკერმა, Willis Towers Watson-მა შეიძინა. დღეს ჩვენ ვართ WTW-ის პარტნიორი საქართველოში და ვსაქმიანობთ სახელწოდებით „შპს სადაზღვევო ბროკერი GS“.
წლების განმავლობაში კომპანია სტაბილურად იზრდება და 260-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტს ემსახურება. ვთანამშრომლობთ ყველა წამყვან ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან და გვაქვს პირდაპირი გადაზღვევის შესაძლებლობები საერთაშორისო გადამზღვევლებთან.
მისია და ღირებულებები
მისია
დავეხმაროთ კლიენტებს მათ წინაშე არსებული რისკების ეფექტურ მართვაში. განვითარებულ ბაზრებზე ბიზნესების 90%-ზე მეტი იყენებს საბროკერო მომსახურებას, საქართველოში კი — 7%-მდე. ჩვენი მიზანია, საქართველოშიც დამკვიდრდეს საბროკერო მომსახურების კულტურა.
კეთილსინდისიერება
ვხელმძღვანელობთ WTW-ის ეთიკის კოდექსით.
კლიენტი პირველ ადგილზე
ყოველთვის თქვენი ინტერესების დამცველი ვართ.
პროფესიონალიზმი
CII-ის წევრი და სერტიფიცირებული გუნდი.
პარტნიორობა
გრძელვადიანი ურთიერთობა კლიენტებთან.
WTW-ის ადგილობრივი პარტნიორი
GS BROKERS წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერის - WTW-ს პარტნიორია და მისი სტანდარტებით ოპერირებს, რაც მსოფლიოს უმსხვილეს ინტელექტუალურ რესურსზე, ანალიტიკასა და სადაზღვევო რისკების მართვის უმაღლეს კულტურაზე გაძლევთ წვდომას.
ამ მასშტაბურ ცოდნას მზღვეველებთან ურთიერთობაში თქვენი ინტერესების დასაცავად და თქვენზე მორგებული პირობების მისაღებად ვიყენებთ.
ჩვენი წვდომა 140 ქვეყნის რესურსსა და 45 000 ექსპერტის გამოცდილებაზე - თქვენი ბიზნესისთვის გლობალური შესაძლებლობებისა და საერთაშორისო გამოცდილების წყაროა.
- 140ქვეყანა WTW-ის ქსელში
- 45 000ექსპერტი
რით გამოვირჩევით
დამოუკიდებელი რჩევა
მიუკერძოებელი რეკომენდაციები, მხოლოდ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე.
ბაზრის ცოდნა
ვთანამშრომლობთ ყველა წამყვან სადაზღვევოსთან საუკეთესო პირობებისთვის.
პირადი მენეჯერი
თითოეულ კომპანიას ჰყავს პირადი მომსახურების მენეჯერი.
ზარალის დარეგულირება
ზარალის დროს ვიცავთ თქვენს ინტერესებს ანაზღაურების პროცესში.
რისკების მართვა სწორი ნაბიჯებით იწყება
მიმართეთ ჩვენს ექსპერტებს და მიიღეთ სრულყოფილი საკონსულტაციო მხარდაჭერა ნებისმიერი სირთულის საკითხზე.
კონსულტაცია- ტელეფონი+995 322 905 509
- ელ-ფოსტაinfo@gsg.com.ge
- ოფისიჭავჭავაძის გამზირი 23ა