სერვისები და მიმართულებები

სრულფასოვანი სადაზღვევო და საექსპერტო მხარდაჭერა თქვენი ბიზნესისა და აქტივების დასაცავად

  • 25სადაზღვევო პროდუქტი
  • 5მიმართულება
  • 260+კორპორაციული კლიენტი
  • 140+ქვეყანა WTW-ის ქსელში
01 · 6 პროდუქტი

ქონება და ბიზნესის უწყვეტობა

შენობები, დანადგარები, მარაგები და შემოსავალი — დაცული მოულოდნელი ზარალისგან.

მთავარი პროდუქტი

ქონების დაზღვევა

ბიზნესის ფიზიკური აქტივების - შენობების, კომერციული ფართების, ტექნიკისა და მარაგების მრავალფუნქციური დაცვა ფინანსური ზარალისგან.

  • ხანძარი, აფეთქება და მეხის დაცემა
  • სტიქიური მოვლენები (მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი)
  • წყალგაყვანილობის ქსელის ავარიით გამოწვეული დაზიანება
  • ქურდობა, ძარცვა და ვანდალიზმი
დეტალები

მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევა

დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის მოულოდნელი მექანიკური, ელექტრონული დაზიანებისა და მწყობრიდან გამოსვლის სრული ფინანსური დაცვა.

  • მექანიკური და ელექტრონული სისტემების მოულოდნელი დაზიანება
  • ოპერატორის/პერსონალის შეცდომა, გამოუცდელობა ან დაუდევრობა
დეტალები

ბიზნესის შეჩერებით გამოწვეული შემოსავლის დაზღვევა

ფინანსური სტაბილურობის გარანტია - მიუღებელი მოგებისა და ფიქსირებული ხარჯების ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის გამო ბიზნესის იძულებითი შეჩერების ან შეფერხების პერიოდში.

  • მიუღებელი მოგება საქმიანობის იძულებითი შეჩერების პერიოდში
  • მუდმივი და ფიქსირებული ხარჯები (თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, ფართის იჯარა, სავალდებულო გადასახდელები)
დეტალები

ტერორიზმისა და ომის რისკების დაზღვევა

ქონებისა და ბიზნესის სრული დაცვა პოლიტიკური არასტაბილურობის, სამოქალაქო არეულობისა და ტერორისტული აქტებით გამოწვეული ზარალისგან.

  • ტერორისტული აქტებით ქონებისთვის და ბიზნესისთვის მიყენებული ზიანი
  • ომი, სამოქალაქო არეულობა, მღელვარება და სახელმწიფო გადატრიალება
დეტალები

სამშენებლო რისკების დაზღვევა (CAR)

სამშენებლო პროექტების ყოვლისმომცველი ფინანსური დაცვა - მასალების, ტექნიკისა და სამუშაო პროცესის სრული უსაფრთხოება გაუთვალისწინებელი რისკებისგან.

  • სამშენებლო ობიექტი, კონსტრუქციები და სამშენებლო მასალები
  • სამშენებლო ტექნიკა და მოწყობილობები
დეტალები

აგროდაზღვევა

მოსავლის, ნარგავებისა და სასოფლო-სამეურნეო აქტივების საიმედო ფინანსური დაცვა სტიქიური მოვლენებისა და გაუთვალისწინებელი რისკებისგან.

  • მოსავლის დაზიანება ან განადგურება სტიქიური მოვლენებით (სეტყვა, ყინვა, ძლიერი წვიმა, ქარიშხალი, გვალვა)
  • სასოფლო-სამეურნეო ქონება, ინვენტარი და ტექნიკა
დეტალები
02 · 5 პროდუქტი

პასუხისმგებლობის დაზღვევა

როცა თქვენი საქმიანობა, პროდუქტი ან გადაწყვეტილება სხვას აყენებს ზიანს.

მთავარი პროდუქტი

ზოგადი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

ბიზნესის სამართლებრივი და ფინანსური დაცვა - მესამე პირების ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

  • მესამე პირების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზიანება
  • მესამე პირების კუთვნილი ქონების დაზიანება ან განადგურება
  • იურიდიული, საექსპერტო და სასამართლო ხარჯები
დეტალები

პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა

თქვენი რეპუტაციისა და ფინანსების დაცვა - პროფესიული შეცდომით, უგულებელყოფით ან გაუთვალისწინებელი ხარვეზით კლიენტისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

  • პროფესიული შეცდომა, უგულებელყოფა ან არასწორი კონსულტაცია
  • კლიენტის ფინანსური ზარალი, რომელიც გამოწვეულია სერვისის ხარვეზით
დეტალები

პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა

თქვენი ბრენდისა და ფინანსების დაცვა - თქვენ მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან გაყიდული პროდუქტით მესამე პირებისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

  • მომხმარებლის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზიანება დეფექტური პროდუქტის გამო
  • პროდუქტის ნაკლოვანებით ან დეფექტით მესამე პირთა ქონებისთვის მიყენებული ზიანი
დეტალები

დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა

გუნდის უსაფრთხოებისა და ბიზნესის სტაბილურობის გარანტია - თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესში მიყენებული ზიანის, ტრავმებისა და პროფესიული დაავადებების სრული ფინანსური დაცვა.

  • სამუშაო ადგილზე ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმა
  • სამუშაო გარემოდან გამომდინარე პროფესიული დაავადებები
დეტალები

დირექტორთა და ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობა (D&O)

ხელმძღვანელი პირების პირადი ქონებისა და ფინანსური სტაბილურობის დაცვა — მართვის გადაწყვეტილებებით გამოწვეული პრეტენზიებისა და სამართლებრივი რისკებისგან.

  • დირექტორებისა და მენეჯერების პირადი ქონებისა და აქტივების დაცვა
  • აქციონერების, მარეგულირებლების, კრედიტორებისა და მესამე პირების პრეტენზიები
დეტალები
03 · 4 პროდუქტი

ფინანსური და სპეციალური რისკები

არასტანდარტული რისკები, რომლებიც ინდივიდუალურ გადაწყვეტასა და საერთაშორისო ბაზარს საჭიროებს.

მთავარი პროდუქტი

კომპლექსური საბანკო დაზღვევა (BBB)

BBB (Bankers Blanket Bond) სადაზღვევო პრBankers Blanket Bond (BBB) - ყოვლისმომცველი სადაზღვევო გადაწყვეტა საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების სპეციფიკური რისკებისა და აქტივების დასაცავად.ოდუქტი შექმნილია სწორედ ისეთი ფინანსური რისკების დასაფარად, როგორიცაა: 🟪 რატომ GS BROKERS?

  • თაღლითური ოპერაციებითა და გაყალბებული დოკუმენტებით გამოწვეული ფინანსური ზარალი
  • ფულის, ფასეულობებისა და სხვა ქონების დაკარგვა, დაზიანება ან ქურდობა
  • ფულის, ფასეულობებისა და დოკუმენტების დაკარგვა ან დაზიანება ტრანსპორტირებისას
  • ბანკომატებთან (ATM) დაკავშირებული ფინანსური ზარალი
  • გამოძალვისა და თაღლითური გადარიცხვები
  • თანამშრომელთა არაკეთილსინდისიერი ქმედებები
დეტალები

ფინანსური გარანტიები

სატენდერო და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების სანდო ფინანსური გარანტიები თქვენი ბიზნესის სტაბილურობისა და ბიზნეს-რეპუტაციის დასაცავად.

  • სატენდერო გარანტია (Bid Bond): ზრდის თქვენი განაცხადის სანდოობას ტენდერში მონაწილეობისას.
  • ხელშეკრულების შესრულების გარანტია (Performance Bond): უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.
დეტალები

კლინიკური კვლევების დაზღვევა

კლინიკური კვლევების მონაწილეთა ჯანმრთელობისა და ორგანიზატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობის სრული სადაზღვევო დაცვა საერთაშორისო სტანდარტებით.

  • კლინიკური კვლევის მონაწილის ჯანმრთელობის მოულოდნელი დაზიანება ან გვერდითი მოვლენები
  • სპონსორისა და მკვლევრის (ექიმის/კლინიკის) პროფესიული პასუხისმგებლობა
დეტალები

სხვა სპეციალური რისკების დაზღვევა

არასტანდარტული და უნიკალური ბიზნეს რისკები, რომლებიც საჭიროებენ ინდივიდუალურად მორგებულ, მოქნილ და მაღალი სტანდარტის სადაზღვევო გადაწყვეტებს.

  • ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე რისკების სიღრმისეული ინდივიდუალური ანალიზი
  • არასტანდარტული და სპეციალიზებული სადაზღვევო პროდუქტების განთავსება საერთაშორისო ბაზარზე - WTW-ის გლობალური ქსელის მეშვეობით
დეტალები
04 · 5 პროდუქტი

თანამშრომლები და ჯანმრთელობა

პროგრამები, რომლებიც თქვენს გუნდს იცავს და ინარჩუნებს.

მთავარი პროდუქტი

ჯანმრთელობის დაზღვევა

თანამშრომელთა ჯანმრთელობის საიმედო დაზღვევა, მორგებული თქვენი ბიზნესის საჭიროებებსა და ბიუჯეტზე.

  • ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება
  • მედიკამენტები და გეგმური კვლევები
  • ოპტიმალური ლიმიტები და კლინიკების არჩევანი
  • ზარალების ადმინისტრირება და სრული მხარდაჭერა
დეტალები

საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევა

გლობალური მასშტაბის სამედიცინო დაზღვევა, რომელიც სცილდება ადგილობრივი ბაზრის შესაძლებლობებს და უმაღლესი სტანდარტის დაცვას გთავაზობთ.

  • მკურნალობა და ჰოსპიტალიზაცია საქართველოში და საზღვარგარეთ
  • გეოგრაფიული დაფარვის მოქნილი არჩევანი
დეტალები

სიცოცხლის დაზღვევა

ფინანსური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია თქვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის.

  • ფინანსური კომპენსაცია გარდაცვალების შემთხვევაში
  • ჯგუფური და ინდივიდუალური სადაზღვევო პოლისები
დეტალები

უბედური შემთხვევის დაზღვევა

საიმედო ფინანსური დაცვა გაუთვალისწინებელი ტრავმებისა და უბედური შემთხვევების შედეგად მიღებული ზიანისგან.

  • სხეულის დაზიანება და ტრავმა
  • შრომისუნარიანობის დროებითი ან მუდმივი დაკარგვა
დეტალები

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

ერთჯერადი ფინანსური ანაზღაურება მძიმე დიაგნოზისა და კრიტიკული დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში.

  • ერთჯერადი სადაზღვევო ანაზღაურება მძიმე დიაგნოზის დადასტურებისას
  • მიღებული თანხის თავისუფალი გამოყენება მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის
დეტალები
05 · 5 პროდუქტი

ტრანსპორტი და ლოჯისტიკა

ავტოპარკიდან საერთაშორისო გადაზიდვებამდე — ტვირთი, ტერმინალი და გემი.

მთავარი პროდუქტი

ტვირთებისა და კონტეინერების დაზღვევა

საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვებისას ტვირთისა და კონტეინერების სრული ფინანსური დაცვა დაზიანების, დაკარგვისა და ქურდობისგან.

  • საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვები
  • საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტი
  • კონტეინერების დაზიანება და დაკარგვა
დეტალები

ავტომობილებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა

კორპორატიული ავტოპარკისა და სატრანსპორტო საშუალებების ყოვლისმომცველი ფინანსური დაცვა ავარიის, ქურდობისა და გაუთვალისწინებელი რისკებისგან.

  • ავარია, მექანიკური დაზიანება, ქურდობა და სტიქიური მოვლენები
  • მესამე პირების წინაშე არსებული სამოქალაქო პასუხისმგებლობა
დეტალები

ტერმინალის პასუხისმგებლობის დაზღვევა (TOL)

ტერმინალის ოპერატორის ფინანსური და სამართლებრივი დაცვა მის მართვაში არსებული კლიენტების ტვირთის დაზიანების ან დაკარგვის რისკებისგან.

  • ტვირთის დაზიანება, განადგურება ან დაკარგვა დამუშავების, გადატვირთვისა და შენახვის პროცესში
  • მესამე პირებისა და ტვირთის მფლობელების კანონიერი პრეტენზიები
დეტალები

გემის ძარის დაზღვევა (Hull & P&I)

საზღვაო ფლოტის ყოვლისმომცველი ფინანსური დაცვა - გემის ძარის (Hull) და გემთმფლობელის პასუხისმგებლობის (P&I) საერთაშორისო სტანდარტის სადაზღვევო გადაწყვეტები.

  • გემის ძარის, მექანიზმებისა და აღჭურვილობის ფიზიკური დაზიანება ან განადგურება
  • გემთმფლობელის კანონიერი პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე (Protection and Indemnity - P&I)
დეტალები

ექსპედიტორისა და გადამზიდავის პასუხისმგებლობა (FFL)

ექსპედიტორებისა და გადამზიდავების პროფესიული პასუხისმგებლობის სრული სადაზღვევო დაცვა ტვირთის მფლობელთა და მესამე პირთა წინაშე.

  • ტვირთის დაზიანება, განადგურება ან დაკარგვა გადაზიდვისა და ექსპედირების პროცესში
  • სატრანსპორტო და საკონტროლო დოკუმენტაციაში დაშვებული შეცდომებით გამოწვეული ფინანსური ზარალი
დეტალები

როგორ გეხმარებით

  1. 1რისკების ანალიზი: ვსწავლობთ თქვენი საოპერაციო საქმიანობის სპეციფიკას და ვადგენთ ოპტიმალურ სადაზღვევო ლიმიტებს.
  2. 2საუკეთესო პირობების მოძიება: ვარჩევთ ბაზარზე არსებულ ყველაზე სანდო და ხელსაყრელ სადაზღვევო პაკეტებს.
  3. 3ზარალის ადვოკატირება: სრულად ვუზრუნველყოფთ ზარალის დარეგულირების პროცესის მხარდაჭერას, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული თქვენი ბიზნესის ინტერესები.
მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ

მომსახურება კლიენტებისთვის

  • მიმდინარე კონტრაქტების გაანალიზება და კლიენტზე მორგებული კონტრაქტების მომზადება
  • საუკეთესო სადაზღვევო პროდუქტის მიღების მიზნით კლიენტის საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტის ბაზრის მოკვლევა ოპტიმალურ ფასად
  • მიღებული შეთავაზებების დეტალური ანალიზი და მოლაპარაკებები სადაზღვევო კომპანიებთან
  • ჩართულობა სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების პროცესში - ყველა შესაბამისი დოკუმენტის გადახედვა

დაზღვევის შემდგომი მომსახურება

  • პირადი მომსახურების მენეჯერის გამოყოფა თითოეული კომპანიისთვის
  • ზარალის დროულად დარეგულირება, კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების სრულად მიღება
  • დაზღვეულებისთვის და/ან კომპანიის წარმომადგენლებისთვის კონსულტაციის გაწევა დაზღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე
  • კანონმდებლობის ცვლილების დროს დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისობაში მოყვანა

მომსახურება სადაზღვევო კომპანიებისთვის

  • დროისა და რესურსების დაზოგვა ადმინისტრირებისას და კომპლექსური პირობების კლიენტებისთვის ახსნისას
  • დაზღვევისას, რისკზე ინფორმაციის სწორად და სრულყოფილად მიწოდება
  • გადაზღვევისთვის მონაცემების შეგროვება, დამუშავება და წარდგენა სხვადასხვა ბაზრებზე
  • პირდაპირი გადაზღვევის შესაძლებლობები WTW-ის ქსელის გამოყენებით
  • ახალი პროდუქტების დანერგვა და განვითარება

საერთაშორისო კლიენტები

  • ფრონტინგ პოლისების გაცემა და ადმინისტრირება, საერთაშორისო პოლისების ადგილობრივ კანონმდებლობაზე მორგება
  • დაზღვევის შესაბამისობაში მოყვანა ადგილობრივ რეგულაციებთან და კანონის მოთხოვნებთან
  • ადგილობრივი დაზღვევის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო მოთხოვნებთან
  • სადაზღვევო ბაზრის ანალიზი
  • ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტების მოკვლევა

იპოვეთ თქვენზე მორგებული სადაზღვევო გადაწყვეტილება

გაიარეთ კონსულტაცია და მიიღეთ თქვენზე მორგებული სადაზღვევო პაკეტის შეთავაზება,