• +995 322 905 509

  • info@gsg.com.ge

  • Chavchavadze Avenue 23 a, floor 2, office 201, Tbilisi, Georgia

რატომ ირჩევენ ბიზნესები სადაზღვევო ბროკერ GS-თან თანამშრომლობას?

ბიზნესისთვის სწორი სადაზღვევო ბროკერის არჩევა ბევრ რამეზეა დამოკიდებული — გამოცდილებაზე, სადაზღვევო პირობებზე, პრემიის ოდენობასა და პოლისების სიზუსტეზე. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, სანდოობა, გულწრფელობა და ურთიერთობებზე ორიენტირებული თანამშრომლობა ისევე, როგორც ჩვენი გამოცდილება, არანაკლებ ფასობს.

GS-ში, ჩვენ, ბიზნესებს ვთავაზობთ არა მხოლოდ დაზღვევის საკითხების მოგვარებას, არამედ პარტნიორობას, რომელიც გრძელვადიან სანდოობაზე, ერთგულებასა და ადამიანურ
ღირებულებებზე დგას.

მიდგომა გამოწვევების მიმართ

ჩვენ ვისმენთ ყველაფერს ყურადღებით, გულთან ახლოს მიგვაქვს თითოეული ბიზნესის პრობლემა და ვცდილობთ ისე მოვაგვაროთ, როგორც ამას საკუთარი თავისთვის და მეგობრისთვის ვიზავდით. ეს კი ძალიან ამარტივებს კომუნიკაციის პროცესს და სასიამოვნოს ხდის მას, როგორც ჩვენთვის, ბროკერებისთვის, ასევე კლიენტებისთვისაც.

კრეატიულობა და ყველა დაბრკოლების ერთად გადალახვა

მარტივი ყოველთვის სწორს არ ნიშნავს. პრობლემის გადაჭრა ზოგჯერ კრეატიულობასა და კომპლექსურ სამუშაოს მოითხოვს. ჩვენ არასდროს ვიტყვით „ეს უბრალოდ არ გამოდის“, არამედ ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ ყველა დაწყებული საქმე და ყველა შესაძლო გზა ვცადოთ პრობლემის გადასალახად.

თქვენი რისკ მენეჯერი

ზოგჯერ ბიზნესისთვის ძალიან რთულია ხვდებოდეს ყველა იმ პოტენციურ რისკს, რის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს. ასევე, რთულია იცოდე ყველა ის დეტალი, რისი გათვალისწინებაც საჭიროა ამ რისკების თავიდან ასაცილებლად. რთულია, იკვლიო კონკრეტულად რომელი დაფარვა შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ ინსტრუქიების ბრმად მიყოლას, არამედ იმ რისკების აღქმას, რის წინაშეც შესაძლოა თქვენი ბიზნესი რეალურად დადგეს და ამის მიხედვით შემდეგი სადაზღვევო ნაბიჯების დაგეგმვას.

GS-ში მთავარი ღირებულება არის არა მხოლოდ ციფრები, თანხები, პოლისები ან კონტრაქტები, არამედ ურთიერთობები. ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე და გვჯერა, რომ ამას გრძნობს ჩვენი მომხმარებელიც და თავს კომფორტულად გრძნობს ჩვენთან კომუნიკაციის პროცესში.

ასევე ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ვქმნით საუკეთესო გარემოსა და სამუშაო გამოცდილებას ერთმანეთისთვისაც. ყველა ერთად უფრო ძლიერები ვართ. ეს ძალიან კარგად გვესმის თითოეულ ჩვენგანს. შესაბამისად, ყველა ერთად ვეძებთ საუკეთესო გამოსავალს და ვხდებით უკეთესები ყოველ დღე.

თუკი უკვე გქონიათ ჩვენთან თანამშრომლობის გამოცდილება, თქვენ აუცილებლად
მიხვდებოდით რასაც ვგულისხმოთ, ხოლო თუკი ჩვენს შესახებ ახლა გაიგეთ, შესაძლოა,
სწორედ ეს იყოს ნიშანი ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისის.

თქვენი,
სადაზღვევი ბროკერი GS.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *